საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№457
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №457

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი რეგიონული განვითარების პროექტის (კახეთი) ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ქალაქებში (ქ.თელავი და ქ.ყვარელი) არსებული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის მიზნით დროებით განსახლებას დაქვემდებარებული პირების გაყვანის პროცესისათვის აუცილებელი ერთჯერადი ხარჯების დაფინანსება, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში წარდგენილი სიების საფუძველზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი: 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებისათვის საჭირო თანხების სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფის საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური