ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№626
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №626

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

 1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №1645 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდა 3 673 765 (სამი მილიონ ექვსას სამოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდახუთი) ლარის ფარგლებში.

 2. მიეცეს უფლება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დამატებითი დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებისათვის საჭირო თანხის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფის საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                                          ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2012.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“?
„ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 05.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №626. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“, №626, 05.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2294149/