საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №644
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 განკარგულებით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 (კვარიათი-სარფის) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა-გამაგრების და ქვის ცვენისაგან დაცვის და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით, გამოყოფილი 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი სრულად იქნა ათვისებული.
2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებით გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“?
- „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ მიღებულია 10.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №644. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016960.
- სად არის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“, №644, 10.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016960 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2325644/