საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№999
2013 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქვევი) - სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ117–კმ119 მონაკვეთზე ფერდობის ჩამოწმენდის და გამაგრების სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი) გამოუყოს 1 810 000(მილიონ რვაას ათი ათასი) ლარი;
2. დეპარტამენტმა 2013 წელს უზრუნველყოს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქვევი) - სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ117–კმ119 მონაკვეთზე ფერდობის ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
3. დეპარტამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბ-ამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვით განახორციელოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს დეპარტამენტი განახორციელებს მიმდინარე წელს შესყიდული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი