საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1345
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1345

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) 2016 წლის 23 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.

2.    ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტი გავრცელდეს 2016 წლის 24 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                           გიორგი კვირიკაშვილი