შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№711
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023506
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №711

2017 წლის6 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №2447 და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №2406 განკარგულებები.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში− კომპანია), გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცსა და სოფელ წითელუბანში (გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები) წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, 575 000 (ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

3. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 და 2016 წლის 7 მარტის №391 განკარგულებებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში დარჩენილი ფინანსური რესურსი − 179 357 (ას სამოცდაცხრამეტი ათას სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი კომპანიამ მიმართოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში − სამინისტრო) უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსთვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 06) გათვალისწინებული ასიგნებებიდან შესაბამისი თანხის კომპანიისთვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

 

პრემიერ -მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი