საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2010 წლის 9 ივლისს გაფორმებული „სასესხო ხელშეკრულებების (ფოთის მუნიციპალური წყლის პროექტი, ქუთაისის მუნიციპალური წყლის პროექტი და ბორჯომის წყლის პროექტი) ცვლილების ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შორის გასაფორმებელ ქვესასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1228
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1228

2010 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2010 წლის 9 ივლისს გაფორმებული „სასესხო ხელშეკრულებების (ფოთის მუნიციპალური წყლის პროექტი, ქუთაისის მუნიციპალური წყლის პროექტი და ბორჯომის წყლის პროექტი) ცვლილების ხელშეკრულებიდან“გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“შორის გასაფორმებელ ქვესასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2010 წლის 9 ივლისს გაფორმებული „სასესხო ხელშეკრულებების (ფოთის მუნიციპალური წყლის პროექტი, ქუთაისის მუნიციპალური წყლის პროექტი და ბორჯომის წყლის პროექტი) ცვლილების ხელშეკრულებიდან“გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“შორის გასაფორმებელ ქვესასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

2. ნება დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გააფორმოს ქვესასესხო ხელშეკრულებები შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“მიერ „ფოთის მუნიციპალური წყლის ა“ და „ქუთაისის მუნიციპალური წყლის“ პროექტებთან დაკავშირებით ძველი ხელშეკრულებების ფარგლებში ახალი ხელშეკრულებების ხელმოწერის დღისათვის წარმოქმნილი დავალიანები ს დაფარვის ვალდებულებად განისაზღვროს 2011 წლის 1 თებერვალი, დავალიანების თანხაზე ყოველგვარი საურავისა თუ პროცენტის დარიცხვის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური