ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№368
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №368

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – წყალმომარაგების კომპანია), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების (შემდგომში – ქვესასესხო ხელშეკრულება) ფარგლებში წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 20 ოქტომბრამდე წყალმომარაგების კომპანიის მიერ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების გადავადება შემდეგი ფინანსური პირობებით:

– გადავადებული თანხები დაგროვდება და განხილული იქნება, როგორც დამატებითი სესხის ძირითადი თანხა (შემდგომში – დამატებითი სესხი), რომლის დაფარვა უნდა განხორციელდეს თანაბარი ნახევარწლიური გადახდებით 2014 წლის 20 აპრილიდან 2015 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით;

– გადავადებულ თანხებს არ დაერიცხება (დაწყებული 2011 წლის 20 ოქტომბრიდან) ქვესასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო;

– დამატებითი სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლო იქნება იგივე, რაც განსაზღვრულია ქვესასესხო ხელშეკრულებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.02.2012.
როდის იქნა მიღებული „ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ“?
„ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ“ მიღებულია 29.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №368. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ“, №368, 29.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2280989/