საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 22/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №479

2013 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ

1. „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის №83 დადგენილების შესაბამისად, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დებულების“ მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიენიჭოს უფლებამოსილება, განახორციელოს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული ქვემოთ ჩამოთვლილი პროექტების ფარგლებს გარეთ კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების კანონმდებლობით დადგენილი წესით საპროექტო დოკუმენტაციაში ასახვა და საპროექტო დოკუმენტაციის დაზუსტება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, კანონმდებლობით დადგენილი წესით საბოლოო (დაზუსტებული) საპროექტო დოკუმენტაციით სამშენებლო სამუშაოების მიღება და საბოლოო ანგარიშსწორება:

ა)  აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

ბ)  სენაკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

დ) ხონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

ე) ფოთის მრავალბინიანი სახლის სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია;

ვ) ხარაგაულში ქუჩების, მოედნების და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

2. ცნობად იქნ ე ს მიღებული სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაცია, რომ ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ახორციელებს თელავის ქუჩების (ქ. თელავის ცენტრალური ნაწილი), ლოპოტის ტბასთან მისასვლელი გზების  და სოფ. სანიორეში მდებარე ღვინის მარან „შატო თელავთან“ მისასვლელი გზის და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს და აღნიშნული აქტივობის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად მიმართავს დონორ ორგანიზაციას (მსოფლიო ბანკი) თანხმობისათვის, რათა ზემოთ მითითებული პროექტების განხორციელებისათვის კონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში არ აამოქმედებს საჯარიმო სანქციებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით და უფლებამოსილების ფარგლებში ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის გზით მისცემს მას გონივრულ ვადას, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად და დეფექტების აღმოსაფხვრელად.

პრემიერ-მინისტრი                                                      ბ. ივანიშვილი