საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მწვანე კლიმატის ფონდს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის მოწონებისა და ამ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული სამუშაო შეხვედრის ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №809
2017 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მწვანე კლიმატის ფონდს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის მოწონებისა და ამ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული სამუშაო შეხვედრის ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მწვანე კლიმატის ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული სამუშაო შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მიეცეს უფლება, 2017 წლის 31 მაისს-2 ივნისს, ქ. თბილისში გასამართი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული სამუშაო შეხვედრისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მწვანე კლიმატის ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე გამოყოფილი საგრანტო დაფინანსებიდან (გრანტის სრული მოცულობა − 181,811.24 აშშ დოლარი) 250,000.00 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი