სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1487
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021900
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №148 7

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 159-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში – ფონდი) უზრუნველყოს:

ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში არსებული ქუჩების რეაბილიტაციისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

გ) სსიპ – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

დ) დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციის და მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ე) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მდებარე შალოშვილის ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ვ) სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის არქეოლოგიური ლაბორატორიის საფონდო ნაგებობების რეაბილიტაციისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ზ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

თ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში მდებარე სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდ ი - საქართველოს (MCA-Georgia) მფლობელობაში არსებული შენობის ლიფტის რეაბილიტაციისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება, 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში, ფონდმა უზრუნველყოს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისთვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ფონდმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

4. საჭიროების შემთხვევაში, ფონდის წინადადებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართვის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების 2016 წელს დაფინანსებისათვის საჭირო თანხების გამოყოფა.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2017 წელს განსახორციელებელი მომსახურების და სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი      გიორგი კვირიკაშვილი