ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1920
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017913
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1920

 2014 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

    1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახით, და კომპანია „Pomagalski“-ის შორის გასაფორმებელი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების პროექტი.

    2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ხელი მოაწეროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა.

    3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო), ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

    4. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

    5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებში სამინისტროს დახმარებას გაუწევს სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანია“ (შემდგომში – კომპანია).

    6. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების მომზადება შესაბამისი თანხების გამოყოფის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2014.
როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 24.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1920. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017913.
სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1920, 24.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017913 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2566321/