შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1503
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019600
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1503

2015 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) წინაშე დაისვა საკითხი სსიპ − საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წალენჯიხის, სამტრედიისა და ლენტეხის წარმომადგენლობების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ (შემდგომში − კომპანია) მიერ მომზადებასთან დაკავშირებით.

2. „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2556 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხიდან, 200 000 (ორასი ათასი) ლარიდან, დარჩენილი ეკონომიის, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, კომპანიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტოდოკუმენტაციის მომზადება, მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

5. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, კომპანიამ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის სსიპ − საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისათვის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                ირაკლი ღარიბაშვილი