შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2134
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018155
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2134

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მართვაში არსებულმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყოს ქ. თერჯოლის გადასახვევთან, სამანქანო მაგისტრალურ გზაზე, წყალსადენ-კანალიზაციის ქსელის გადატანის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 145 000 (ას ორმოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს რესურსი 145 000 (ას ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით და უზრუნველყოს თანხის კოპანიისათვის გადარიცხვა.

3. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.11.2014.
როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 28.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2134. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018155.
სად არის „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №2134, 28.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018155 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2628076/