შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2667
2016 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხონში, ამორტიზებული წყალარინების სისტემის შემადგენელი კომპონენტის, გამყვანი კოლექტორის რეაბილიტაციის მიზნით, განახორციელოს წყალარინების თვითდენითი გამყვანი კოლექტორის (სიგრძე - 2389 მ; დიამეტრი - 400 მმ) სამშენებლო სამუშაოები 664 374 (ექვსას სამოცდაოთხი ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარის ფარგლებში.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსათვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 07) გათვალისწინებული ასიგნებებიდან ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;
ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 27.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2667. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022827.
- სად არის „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №2667, 27.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022827 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3521516/