შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2422
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020307
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2422

2015 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) განახორციელოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, უდაბნოს ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სოფელ თოხლიაურში მდებარე სათავე ნაგებობიდან (არტეზიული ჭაბურღილები) მიმავალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, 4 700 000 (ოთხი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ფარგლებში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

3. სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების შემდგომი დაფინანსების მიზნით წინადადებების წარმოდგენა.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.11.2015.
როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“?
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 10.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2422. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020307.
სად არის „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“, №2422, 10.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020307 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3062752/