შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2534
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020374
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2534

2015 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ5-ზე (სოფელი შემოქმედი) სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის კალაპოტის ნაპირსამაგრი კედლის მესამე მონაკვეთის მოწყობასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.

2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ5-ზე (სოფელი შემოქმედი),  სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის კალაპოტის ნაპირსამაგრი კედლის მესამე მონაკვეთის მოწყობის სამუშაოების განხორციელების და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო, საექსპერტო და სხვა თანმდევი მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო), „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს 1 400 980 (ერთი მილიონ ოთხასი ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარი, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისათვის“ (შემდგომში - კომპანია) გადასარიცხად, მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ,  კომპანიამ უზრუნველყოს ნაპირდაცვითი სამუშაოების გადაცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.  კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი