შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1639
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019681
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1639

2015 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №1436 განკარგულებით გათვალისწინებული, დაბა ბაკურიანში (კოხტას მთაზე მდებარე) ახალი საბაგიროების მშენებლობასა და მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დროულად დაწყების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნულ საბაგიროებთან მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების განვლადობა.

2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში − სამინისტრო), ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის მოძიება, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ (ს/ნ: 205140257) (შემდგომში − კომპანია) გადარიცხვა და კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნით, კომპანიამ სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო, საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურების, ასევე სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. კომპანიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

6. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, განხორციელდეს სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.

7. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალში შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი