შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№749
2014 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიი სთვის“გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად :
1. ქალაქ ბათუმში , ადლიის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობის მიზნით საჭირო ინერტული მასალის მოსაპოვებლად, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ს“მიეცეს უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის თხილნარის სატყეოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს გადაშენების საფრთ ხ ის წინაშე მყოფი ველური მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 22 (ოცდაორი) ინდივიდი;
ბ) კაკლის ხე (Juglans regia L.) – 12 (თორმეტი) ინდივიდი.
2. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 01.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №749. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017069.
- სად არის „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №749, 01.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017069 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2338854/