შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1222
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023957
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1222

2017 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ენერგო ინვესტისთვის“  სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 52-ე მუხლის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. „ავანი“ ჰესის პროექტის განხორციელების ფარგლებში, ჰიდროკვანძების, სადერევაციო მილსადენის, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, მისასვლელი გზებისა და არხების მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებული კახეთის სატყეო სამსახურის ყვარელი-ლაგოდეხის სატყეო უბნის  ახალსოფლის სატყეოს კვარტალ №40-ის ლიტერ  №10; №15;  კვარტალ №44-ის ლიტერ  №7; №10; №12; №14; №15; კვარტალ   №45-ის ლიტერ №12; კვარტალ №67-ის ლიტერ  №10; №12 და კვარტალ №75-ის ლიტერ №3-ში – 54000 კვ. მ მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.35.53.063; №57.35.53.052; №57.35.53.056; №57.35.53.062; №57.35.53.054; №57.35.53.061; №57.35.53.053; №57.35.53.060; №57.35.53.055; №57.35.53.073; №57.35.53.071; №57.35.53.070;  №57.35.53.072; №57.35.53.069; №57.35.53.068; №57.35.53.059; №57.35.53.067; №57.35.53.066; №57.35.53.065; №57.35.53.058; №57.35.53.064; №57.35.53.057) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) შპს „ენერგო ინვესტს“ (ს/ნ: 404455898) გადაეცეს 2018 წლის 29 სექტემბრამდე.

2. შპს „ენერგო ინვესტს“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა.ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 4 (ოთხი) ინდივიდი;

ა.ბ) კაკლის ხე ( Juglans regia L.) – 1 (ერთი) ინდივიდი;

ა.გ) ლაფანი  (Pterocarya  pterocarpa  (Michx.)  Kunth.)  –  56  (ორმოცდათექვსმეტი) ინდივიდი;

ბ) სპეციალური ჭრები განახორციელოს 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

3. შპს „ენერგო ინვესტი“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი

                                          

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.06.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 15.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1222. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023957.
სად არის „შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ენერგო ინვესტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემის, 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1222, 15.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023957 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3714675/