აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის გარემოდან ამოღების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1429
2013 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის გარემოდან ამოღების უფლების მინიჭების შესახებ
1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“და „წითელი წიგნის“შესახებ“საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტის ა და 23 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ა/ რ განათლების, კულტურისა და სპო რტის სა მინისტრ ო ს სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის პირველი მა ისის თემის სოფელ პირველ მაისში არსებული ისტორიული მიწის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, კანონმდებ ლობით დადგენილი წესით, გარემოდან ამოიღოს ხიდის ბურჯთან მდგარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აღ რიცხული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“შეტანილი 1 (ერთი) ძირი ჰართვისის მუხის ჯიშის ხე.
2. აჭარის ა/ რ განათლების, კულტურისა და სპორტის სა მინისტრ ო ს სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვალდებულია :
ა) მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მი თითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება‑ ჩაბარების აქ ტის საფუძველზე;
ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში საა გენ ტოს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი