სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1871
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024563
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1871

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №61.23.21.243; №61.23.21.238; №61.23.21.236; №61.23.21.240; №61.23.21.242; №61.14.25.235; №61.23.21.245; №61.23.21.241; №61.14.25.226; №61.14.25.231; №61.23.21.246; №61.14.25.232; №61.14.25.230; №61.14.25.228; №61.14.25.234; №61.23.21.239) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის – მაღალმთის მუხის (Quercus macranthera Fisch et Mey) 1087 (ათას ოთხმოცდაშვიდი) ინდივიდი.

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2017.
როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 07.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1871. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024563.
სად არის „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1871, 07.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024563 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3812918/