სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №954
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176 ) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 24.07.36.305; 24.07.36.306; 24.07.36.307; 24.07.36.308; 24.07.36.309; 21.09.32.289; 21.08.37.227; 21.08.37.228; 21.08.32.083; 21.08.31.190; 21.07.34.401; 21.06.31.150; 21.02.32.085; 21.02.32.084; 21.01.36.347 და 21.01.34.174) არსებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 24 (ოცდაოთხი) ინდივიდი;
ბ) კაკლის ხე (Juglans regia L) – 3 (სამი) ინდივიდი;
გ) კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 191 (ას ოთხმოცდათერთმეტი) ინდივიდი.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2016.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 27.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №954. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021447.
- სად არის „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №954, 27.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021447 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3303754/