სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1931
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „დერჩის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176 ) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფ. გუმათის მიმდებარედ 4 მონაკვეთზე, სოფ. რიონის მიმდებარედ 2 მონაკვეთზე და სოფ. ზარათის მიმდებარედ 9 მონაკვეთზე) მშენებარე ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ბუფერულ ზონაში და ანძების განთავსების ადგილებამდე მისასვლელი მოსაწყობი გზის პოლიგონებში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) კაკლის ხე ( Juglans regia L) – 4 (ოთხი) ინდივიდი;
ბ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 141 (ას ორმოცდაერთი) ინდივიდი;
გ) იმერული მუხა (Quercus imeretina Stev. Ex Malleev) – 2 (ორი) ინდივიდი.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 16.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1931. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022259.
- სად არის „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1931, 16.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022259 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3408612/