განჩინება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2826-08
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/2826-08

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლი ს  28 ოქტომებრი

ქ.   თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’-ს კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი

 

                        გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე  სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” მიმართ.  

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვის მიზნით.        

`გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.~

სასამართლომ იხელმძღვანელა `გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

 

  დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნ ე ს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა.

2.  კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2013წლის08 ნოემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის№24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№6).

3. დაევალოს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება `საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

 

მოსამართლე:                          ლაშა ქოჩიაშვილი

                                

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განჩინება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2013.
როდის იქნა მიღებული „განჩინება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„განჩინება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 28.10.2013. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/2826-08.
სად არის „განჩინება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „განჩინება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/2826-08, 28.10.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2066794/