საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.05.2012 ძალადაკარგული 19.11.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№441
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016516
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №441

2012 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“(MCA – Georgia) შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – „საქართველო“ (MCA – Georgia).

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“ (MCA – Georgia) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, საბჭოს ხმის უფლების მქონე პირთა შემადგენლობის განსაზღვრა და დებულების დამტკიცება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“ (MCA – Georgia) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოსათვის“ (MCA – Georgia) შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.11.2019.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ“ მიღებულია 31.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №441. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.08.002.016516.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.11.2019-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ“, №441, 31.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016516 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1664051/