ქ. თბილისი საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისა და ,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია „საქართველოსათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობების გამოყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№405
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 26/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №405 

2006  წლის  26  აგვისტო 

ქ. თბილისი

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისა და ,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია „საქართველოსათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობების გამოყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. მოწონებულ იქნეს ბორჯომის რაიონის გამგეობის 2005 წლის 8 ივნისის №90,  19 დეკემბრის №280, 2006 წლის 18 იანვრის №2, წალკის რაიონის გამგეობის 2005 წლის 7 დეკემბრის №66, თეთრი წყაროს რაიონის გამგეობის 2006 წლის 20 აპრილის №6/4, ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 26 სექტემბრის №63 დადგენილებებით დასმული წინა­დადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 2006 წლის 18 ივლისის სხდომის რეკომენდაცია (ოქმი №6, საკითხი №3), რომ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასა და ,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია „საქართველოს” გამოეყოს 13.2213 ჰა მიწის ფართობი, აქედან: ბორჯომის რაიონში – 12.3091 ჰა, წალკის რაიონში – 0.12 ჰა, თეთრი წყაროს რაიონში – 0.7002 ჰა, ლანჩხუთის რაიონში ­– 0.092 ჰა,  დანარ­თის მიხედვით.

2. ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოსაყოფად შერჩე­ულ 0.21 ჰა სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) კატეგორიის მი­წა­სა და 4.2568 ჰა სახელმწიფო ტყით დაფარულ მიწას შეე­ცვალოს კატეგორია და გადაყვანილ იქნეს სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიაში.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ დაიწყოს „ტყით სარგებლობის ლიცენ­ზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების   მე-2 მუხლის 41 და 42 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტი­ლებათა მიღების პროცედურები ,,ბაქო-თბილისი-ჯეი-ჰანის მილსადენის კომპანია „საქართველოსათვის” სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის სპეციალური მიზნით ტყით სარგებ­ლო­ბაში გაცემასა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების გან­ხორ­ციელებასთან დაკავშირებით.

4. საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელ­მწიფო კომისიამ მოამზადოს და წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „ბაქო-თბილისი-ჯეი-ჰანის მილსადენის კომპანია „საქართველოსათვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშ-ნულების მიწების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე.

5. ,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია „საქარ­თველომ” თეთრი წყაროს რაიონში გამოსაყოფად შერჩეული 0.7002 ჰა საძოვარი მიწის ფართობიდან მილსადენის ჩასადე­ბად შერჩეულ 0.1653 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს სამუშაოთა დამთავრებისთანავე ჩაუტაროს რეკულტივაცია და მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

      

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი