სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან (თბილისის (ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურნეობიდან) ფართობის ამორიცხვის და გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№420
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 06/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №420

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ( თბილისის ( ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურნეობიდან) ფართობის ამორიცხვის და გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს გარდაბნის რაიონის გამგეობის წი­ნა­დადება (გამგეობის 2006 წლის 12 ივლისის №123 დადგე­ნილება) და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 10 აგვისტოს სხდომის ოქმი №7) თბილისის (ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურნეობისა და კოჯრის საკრებულოს ტე­რი­ტორიებიდან მიწის ფართობების ამორიცხვისა და ჩარი­ცხვის შესახებ.

 2. გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის საკრე­ბულოს ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების მიწაზე განთავსე­ბული 104 ჰა ტყით დაფარული ფართობი ჩაირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდში, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონ­დიდან (თბილისის (ყოფილი გარდაბნის რაიონის) სატყეო მეურ­ნეობიდან) ამოირიცხოს 28.5 ჰა არასატყეო-სამეურნეო დანიშ­ნულების ფართობი.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) გარდაბნის რაიონის გამგეობასთან ერთად მოახდინოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვთების ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება-გა­­ფორმება.

4. ეთხოვოს გარდაბნის რაიონის გამგეობას უზრუნველ­ყოს სახელ­მწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული და მისთვის გადაცემული მიწის ფართობის აღრიცხვა და შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი