ხობის რაიონის სოფელ ყულევთან დაგეგმილი ნავთობგადამმუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შერჩეულ ტერიტორიასთან მისასვლელი სარკინიგზო მაგისტრალის გასაყვანად საჭირო 49 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№318
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 6, 20/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№318

2007 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

ხობის რაიონის სოფელ ყულევთან დაგეგმილი ნავთობგადამმუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შერჩეულ ტერიტორიასთან მისასვლელი სარკინიგზო მაგისტრალის გასაყვანად საჭირო 49 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს შპს „ბლექ სი ინდასტრი“-ს წინადადება (2007 წლის 15 ივნისის №BSI-2/06/2007 წერილი), საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 19 ივნისის ოქმი) და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში დაგეგმილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე მისასვლელი სარკინიგზო მაგისტრალის გასაყვანად საჭირო მიწის ფართობები, რომლებიც მდებარეობენ სახელმწიფო ტყის ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ ყოფილი კოლხეთის სატყეო მეურნეობის, ხეთის სატყეო უბნის კვარტალი №31, უბანი №4,6; კვარტალი №7, უბანი №11; კვარტალი №30, უბანი №7,8; კვარტალი №45, უბანი №1,4,5-ში და ხობის სატყეო უბნის კვარტალი №15, უბანი №4,7,8,9,10, კვარტალი №12, უბანი №6,9,1; კვარტალი №20, უბანი №2; კვარტალი №8, უბანი №4; სულ ფართობი – 49 ჰექტარი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან შპს „ბლექ სი ინდასტრი“-სათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემის მიზნით.

2. შპს „ბლექ სი ინდასტრი“-მ გან ა ხორციელ ო ს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შერჩეულ და მითითებულ საკომპენსაციო ტერიტორიაზე ტყის განაშენიანების ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი