თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№771
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 05/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №771

2007 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,225 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად,მოწონებულ იქნეს საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინადადება, აგრეთვე საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2007 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი №22) და საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრა­ლის აღაიანის მონაკვეთის მშენებლობისათვის ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან 1,2225 ჰექტარი ფართობი, მათ შორის: მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სა­მმართ­ველოს მართვას დაქვემდებარებული ყოფილი მცხეთის სატყეო მეურნეობის წილკნის სატყეოს №17 კვარტალის №10-11 უბნიდან – 1,02 ჰექტარი, №74 კვარტალის №74 უბნიდან – 0,2025 ჰექტარი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების პირ­ველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ მათ კომპე­ტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგე­ნილი წესით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

ვიცე-პრემიერი                  გ. ბარამიძე