სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი მიწის ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№476
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 28/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№476

2008 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის წყნეთის ყოფილი სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი მიწის ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ

1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტო­რიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამო­რიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“დებულების დამტკიცე­ბის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სახელ­მწიფო ტყის ფონდის წყნეთისა და ბაგების სატყეო უბნების საზღვრებში შემავალი მიწის ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე საქართველოს მიწის გამო­ყე­ნებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკო­მენდაცია (კომისიის 2008 წლის 4 იანვრის №1 სხდომის ოქმი) და საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის №2 სხდომის ოქმის შესაბამისად (საკითხი XXVI) ქვემო ქართლის სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელ­მწი­ფო სამეურნეო ტყის ფონდის გარდაბანი-მარნეულის სატყე­ოდან (ყოფილი წყნეთის სატყეო) №4 კვარტალის №19 ლიტერიდან ამოირიცხოს კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული შემდეგი მიწის ფართობები:

ა) სარეგისტრაციო №012001016049, სარეგისტრაციო ზონა – თბილისი–კოდი 01, სექტორი–წყნეთი–კოდი 20, №01 კვარ­ტალი, №16/049 ნაკვეთი, 1000.00 მ2 ფართობი, მესაკუთრე – ირინა ჭელიძე;

ბ) სარეგისტრაციო №812300060, სარეგისტრაციო ზონა – გარდაბანი–კოდი 81, სექტორი – წყნეთის სატყეო უბანი–კოდი 23, №00 კვარტალი, №060 ნაკვეთი, 0.06 ჰა ფართობი, მესაკუთრე – ვასილ ძოწენიძე.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (ი. ღვალაძე) ამ განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს სამი­ნის­ტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონით დად­გე­ნილი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ვ. გურგენიძე