მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№596
2008 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ
1. „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის, „მომავალი თაობების ფონდის გენერალური მანდატი – დროებითი მართვის პირობების და სტაბილური განვითარების ფონდის მართვის უფლების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 მაისის №116 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და №2 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის გეგმა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების ვადიან დეპოზიტებში განთავსებული აქტივების რეპატრიაცია განხორციელდეს მათი დაფარვის ვადის დადგომისთანავე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის გეგმის შესაბამისად;
ბ) სტაბილური განვითარების ფონდის საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდების რეალიზაცია განხორციელდეს 2008 წლის პირველ ოქტომბერს ფონდის აქტივების მომდევნო 24 საათში რეპატრიაციის მიზნით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს მთავრობის სახელით წარდგინებით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ“?
- „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ“ მიღებულია 11.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №596. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების აქტივების რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეპატრიაციის გეგმის შესახებ“, №596, 11.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2102739/