საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№609
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№609

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მუნიციპალური სერვისების განვითარების პროექტების ფარ­გლებში ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისა და დეტალური საინჟინრო პროექტების შემუშავების მიზ­ნით საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარე­ზერვო ფონდიდან საქართველოს მუნიციპა­ლური განვითა­რების ფონდს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაე­მატოს ორგანიზაციული კოდი „25 18 – საქართველოს მუნიციპა­ლური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური სერვი­სების განვითარების პროექტების ფარგლებში განსახორცი­ელებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებისა და საინ­ჟინრო პროექტების მომზადება“.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესა­ბამისად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველ­საყოფად საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორ­ციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე