საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№520
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 06/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№520

2008 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის სექტემბერში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის გამართვის უზრუნველყოფისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 83 000 (ოთხმოცდასამი ათასი) ლარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, 322 660 (სამას ოცდაორი ათას ექვსას სამოცი) ლარი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 282 798 (ორას ოთხმოცდაორი ათას შვიდას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო 28 400 (ოცდარვა ათას ოთხასი) ლარი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნული სხდომის გამართვის მოსამზადებელი სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3.განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე