,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №520 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№612
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №520 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №520 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. 2008 წლის სექტემბერში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის გამართვის უზრუნველყოფისა და სტუმრების მიღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 123 000 (ასოცდასამი ათასი) ლარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, 322 660 (სამას ოცდაორი ათას ექვსას სამოცი) ლარი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 282 798 (ორას ოთხმოცდაორი ათას შვიდას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და 28 400 (ოცდარვა ათას ოთხასი) ლარი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე