საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№191
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 26/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №191

 2006 წლის 26 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რო­ბის სარეზერვო ფონდიდან:

1. გამოუყოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გარე განათების ნათურების შესაძენად 1 138 800 (ერთი მილიონ ას ოცდათვრამეტი ათას რვაასი) ლარი.

ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უზრუნ­ველყოს შეძენილი ნათურების გადაცემა ცალკეული ტე­რი­ტო­რიული ერთეულებისათვის მათ მიერ წარმოდგენილი მოთხო­ვ­ნების შესაბამისად.

2. გარე განათების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით გამო­უყოს:

ა) ყაზბეგის რაიონის გამგეობას დაბა გუდაურისათვის – 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) მესტიის რაიონის გამგეობას დაბა მესტიისათვის – 41 20­0 (ორმოცდაერთი ათას ორასი) ლარი;

გ) ახალციხის რაიონის გამგეობას ქალაქ ახალციხისათვის – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

დ) ბორჯომის რაიონის გამგეობას ქალაქ ბორჯომისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი და დაბა ბაკურიანისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი.

      

პრემიერ-მინისტრი     ზ . ნოღაიდელი