ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №492
2005 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობას შატილის ჰესის სარეაბილიტაციოდ გამოუყოს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, ხოლო ტრაქტორის შესაძენად – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი