ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის დამატებით თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №419
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის დამატებით თანხის გამოყოფის შესახებ
1. „ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობის მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გაცემის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს № 351 განკარგულების შესაბამისად, ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გასაცემად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობას დამატებით გამოეყოს 82 923,05 ლარი (ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ოცდასამი ლარი და ხუთი თეთრი).
2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონებში) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი