ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი აირით შეუფერხებელი მომარაგების დამატებითი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 24/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №16

2005 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი აირით შეუფერხებელი მომარაგების დამატებითი ღონისძიების შესახებ

,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგის რაიონის გაზმომარაგებაში შეფერხების თავიდან ასაცილებლად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას“გამოუყოს 800 (რვაასი) ათასი ლარი ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ 2005 წლის იანვარში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩე ლ აშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთში გ. ხაჩიძემ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი