ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№208
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №208

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

დღეისათვის მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის 300 სახლის მშენებლობა ქალაქ გორში. შესაბამისად, მათი ბუნებრივი აირით უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საკრედიტო რესურსად გამოყოს 250 000 ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სს „გორიგაზთან“ ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2012 წლის 1 მარტი, სესხის სარგებლის განაკვეთად _ წლიური 9 პროცენტი;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ-ფინანსურ გეგმაში.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები გადაურიცხოს სს „გორიგაზს“, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქალაქ გორში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების ღონისძიებათა განხორციელებას.

3. ეთხოვოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი წარმოებისა და მათი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კ. ბაინდურაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური