ქ. გორში რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №68
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. გორში რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
ქ. გორში რკინიგზის სადგურზე გადასასვლელი ხიდის (მალის ნაშენი ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სახიფათოა. დღის წესრიგში დადგა აღნიშნული ხიდის რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხი) სარეაბილიტაციო სამუშაოთა უმოკლეს დროში განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009 წელს უზრუნველყოს ქ. გორში რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.
2. სარეაბილიტაციო, საპროექტო და საზედამხედველო სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მათი შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
4. შპს „საქართველოს რკინიგზამ“ უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოთა მიმდინარეობისათვის საჭირო ტექნიკური დახმარება (სასადგურო ლიანდაგებზე მოძრაობის დროებითი შეზღუდვა, მთავარ ლიანდაგებზე ეგრეთ წოდებული „ფანჯრების“ გამოყოფა და სხვ.).
5. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ უზრუნველყოფილ იქნეს დასრულებულ სამუშაოთა გადაცემა შესაბამისი უწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური