ეკომიგრანტთა განსახლების გარკვეულ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №113
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
ეკომიგრანტთა განსახლების გარკვეულ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს:
ა) მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ეკომიგრანტებისათვის აშენებული და „საომარი მდგომარეობის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 სექტემბრის №558 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად რეაბილიტირებული 69 საცხოვრებელი სახლი გამოიყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან რეგიონებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით;
ბ) მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში აშენებულ და 2008 წელს რეაბილიტირებულ 69 საცხოვრებელ სახლში განსასახლებელი ოჯახებისათვის, „საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის გარკვეული დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექტემბრის №603 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №753 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგნები გადასცეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.
2. ეთხოვოს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესაბამის საცხოვრებელ ადგილებში განსახლებამდე.
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიქიის შედეგად დაზარალებული 69 ოჯახის სია მიაწოდოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
5. განკარგულება ძალაშია ხელის მოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური