საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტების შეძენისა და სხვა საქონლის ორგანიზებულად მიწოდების ხელშეწყობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№631
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№631

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული საკვები პროდუქტების შეძენისა და სხვა საქონლის ორგანიზებულად მიწოდების ხელშეწყობის შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (თ. მარტიაშვილი) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში:

ა) 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი წარმართოს საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის ძეხვეულის შესაძენად;

ბ) 100 000 (ასი ათასი) ლარი წარმართოს საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის გადასაცემი სხვადასხვა საქონლის სასაწყობე და მასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის (საწყობის დაქირავება, ტვირთის ტრანსპორტირება და ტვირთის გადატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, საწყობის დაცვით უზრუნველყოფა).

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნება დაერთოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ პირთან მოლაპარების გზით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე