დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№525
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ
დაბა ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშილი):
ა) შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის“მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 26110102) განსაზღვრულ ასიგნებებიდან;
ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოების, პროექტირებისა და ტექნიკური ზედამხედველობის (საჭიროების მიხედვით) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის თანახმად.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.08.2008.
- როდის იქნა მიღებული „დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“?
- „დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 06.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №525. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“, №525, 06.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2099884/