ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №299
2007 წლის 15ივნისი
ქ. თბილისი
ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ
1. ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი გზის შეკეთების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უმოკლეს დროში უზრუნველყოს ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი 3,3 კმ სიგრძის საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოთა შესრულება.
2. შეკეთების სამუშაოს მოკლე ვადაში დასასრულებლად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. ზემოაღნიშნული სამუშაო დაფინანსდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
4, განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ“?
- „ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ“ მიღებულია 15.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №299. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ვაზიანის სამხედრო ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის შეკეთების შესახებ“, №299, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2056977/