ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დეტალური პროექტის (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩათვლით) მომზადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№397
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 11/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №397

2008 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დეტალური პროექტის (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩათვლით) მომზადების თაობაზე

თბილისიდან თელავამდე უმოკლესი საავტომობილო გზით მოძრაობის ოპტიმალური მიმართულებების შერჩევისა და შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამუშავების, აგრეთვე დეტალური პროექტისა და მშენებლობის განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შესაძლებლად მოკლე დროში უზრუნველყოს ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის მშენებლობის დეტალური პროექტის (ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩათვლით) დამუშავება, შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად შეარჩიოს ოპტიმალური მიმართულება და მის საფუძველზე განახორციელოს მშენებლობა.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელოს აღნიშნული გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლისა და დეტალური პროექტის მომზადების (გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით) მომსახურების შესყიდვა.

3. საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ საჭიროებენ სამშენებლო სამუშაოებს, გათვალისწინებულ იქნეს გზის რეაბილიტაცია-შეკეთება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ვ.გურგენიძე