საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პარამეტრებით მოდერნიზებულ მონაკვეთებზე განათების სისტემების მოწყობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№658
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 658

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პარამეტრებით მოდერნიზებულ მონაკვეთებზე განათების სისტემების მოწყობის შესახებ

საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილი­სი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩქაროსნული ავტო­მა­გისტრალის პარამეტრებით მოდერნიზებულ მონაკვე­თებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გაზრდილი სიჩქა­რეების ფონზე მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი პირობების შექმნის, ღამის საათებში მოძრავ სატრანს­პორტო საშუალებათა მძღოლებისათვის მხედველობის არე­ალის გაუმჯობესებისა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევე­ბის პრევენციის მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქარ­თვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალა­ქი­შვილი):

ა) დაუყოვნებლივ დაიწყოს და შესაძლოდ მოკლე დროში უზრუნველყოს წიწამური-იგოეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განათების სისტემების მოწყობა, 2008-2009 წლებ­ში ­– იგოეთი-რუისის გზის მონაკვეთზე, ხოლო გზის შემდგომი მონაკვეთების დაპროექტებისა და მშენებ­ლობისას გაითვალისწინოს განათების სისტემების მოწ­ყობის სამუშაოებიც;

ბ) ზემოაღნიშნული გზის მონაკვეთებზე განათების სისტემების სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნე­ბათა ფარგლებში;

გ) განათების სისტემების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ უზრუნველყოს მისი მოვლა-შენახვა მოქმედი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გზების მოვლა-შენახ­ვისათვის გამოყოფილ ასიგნებათა საფუძველზე;

დ) წიწამური-იგოეთის მონაკვეთის განათების მოწყო­ბის სამუშაოების დაპროექტება, ზედამხედველობა და უშუალოდ სამუშაოების შესრულება განახორციელოს „სა­ხელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის საფუძველზე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უმოკლეს ვადაში უზრუნ­ველყოს განათების სისტემების მოწყობისათვის საჭირო საკით­ხების გადაწყვეტა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი