შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№110
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №110

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს ,,ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების ენერგომატა­რებ­ლებით უზრუნველყოფისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების  ხელშეწყობის  მიზნით შპს  „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ახორციელებს საქართველოს გაზმომარაგების სის­ტე­­­მის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბი­ლიტა­ცი­ის პროექტებს. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება გაზი­ფიკაციის პრობლემის გადაწყვეტასა და საქართველოს ენერ­გო­მა­ტა­­რებლებით უზრუნველყოფას, საერთო სახელმწიფოებრივი ინ­ტე­რესებიდან გამომდინარე საქმიანობა უნდა დაიწყოს დაუყოვ­ნებ­ლივ.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა დასაჩქარებლად ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე:

1. გათავისუფლდეს შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გა­რემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან შემდეგ პრო­ე­ქ­ტებზე:

ა) წითელი ხიდი – წალკა-ახალქალაქისა და ,,ქოთელია-ას­პინ­ძის“ მაგისტრალური გაზსადენების მონაკვეთების რეაბილიტა­ცია;

ბ) რუსთავი-თელავის მაგისტრალური გაზსადენის საგარეჯოს განშტოებისა და გამანაწილებელი ქსელის აღდგენა;

გ) სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ასპინ­ძა-ახალციხის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა;

დ) ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 30-ე კილომეტრზე მდ. სუფსაზე საჰაერო გადასა­სვ­ლე­ლის რეკონსტრუქცია.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური