მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №502
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების და ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოების გამყარების მიზნით მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველსაყოფად:
ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სათანადო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება;
ბ) „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სამუშაოების შემჭიდროებულ ვადებში შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საქონლის, სამშენებლო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
გ) ზემოაღნიშნული გაზსადენის მშენებლობის პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების მიზნით ეთხოვოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“?
- „მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 23.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №502. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“, №502, 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2289803/