სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1807
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
ბ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ უფლებამოსილია „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოიყენოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №473 განკარგულებით შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ გამოყოფილი საბიუჯეტო სესხის ხარჯზე შეძენილი მილები და ფასონური ნაწილები;
გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.09.2011.
- როდის იქნა მიღებული „სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 14.09.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1807. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიის კურორტისა და მისი მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1807, 14.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2352486/